პარასკევი
26.04.2024
03:01
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ხორვატია
13:51
ხორვატია
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: ხორვატიის რესპუბლიკა.
ეროვნული: Republika Hrvatska [რეპუბლიკა ჰრვატსკა].
ეტიმოლოგია: ეთნონიმი „ხორვატი" სავარაუდოდ სარმატული წარმომავლობისა უნდა იყოს.
გეოგრაფია [რედაქტირება]


ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: სლოვენია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა. ფართობი - 56.500 კვ.კმ.
სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი სტეპან მესიჩი (Stjepan MESIC, 2000).
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - საბორი (151 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 20 ოლქი (zupanija) და 1 ქალაქი (grad).
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 4.422 ათასი (2003), მათ შორის - ხორვატები 90%, სერბები 4,5%.
სახელმწიფო ენა : ხორვატული. გავრცელებული ენები : იტალიური, უნგრული, ჩეხური, სლოვაკური, გერმანული.
რელიგია - კათოლიციზმი.
დედაქალაქი - ზაგრები (685 ათასი).
ქალაქები - სპლიტი (221), რიეკა (142), დუბროვნიკი (30), ოსიეკი (90), ზადარი (69).
ეკონომიკა [რედაქტირება]
რესურსები - ნავთობი, მცირე რაოდენობით ქვანახშირი, ბოქსიტები, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, კალციუმი, ბუნებრივი ასფალტი, თიხა, მარილი, ჰიდროენერგია.
ექსპორტი - მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, კარტოფილი, თამბაქო, ლითონის ნაკეთობანი, საფეიქრო ნაწარმი.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 4.640 $.
ვალუტა - კუნა (HRK);
ისტორია [რედაქტირება]

1918 წლიდან ხორვატია შედიოდა სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოში (1929 წლიდან იუგოსლავია). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური მარიონეტული სახელმწიფოა. 1945 წლიდან იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციის წევრია. 1990 წელს ხორვატიამ გამოაცხადა "სუვერენიტეტი" და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სერბიასთან. 1992 წელს აშშ-მა ცნო ხორვატიის დამოუკიდებლობა.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
დუბროვნიკი - ისტორიული ქალაქი (XIII — XVII სს.);
ზაგრები - სასახლე (XVIII ს.);
რიეკა - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (XIV ს.);
სპლიტი - ისტორიული ცენტრი დიოკლეტიანეს სასახლით;
სხვა - პლიტვიცეს ტბათა ეროვნული პარკი, დალმაციის სანაპირო.
ნანახია: 926 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz