პარასკევი
03.05.2024
19:51
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » ლუქსემბურგი
23:40
ლუქსემბურგი
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ისტორია
7 მემკვიდრეობა

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: ქართულად - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; ლუქსემბურგულად - Grousherzog dem Letzebuerg; ფრანგულად - Grand-Duche de Luxembourg; გერმანულად - Grossherzogtum Luxemburg.
ეტიმოლოგია - თავდაპირველად ეს სახელი ერქვა მცირე ციხე-სიმაგრეს (lucilemburrugh, კელტურად Lucilem - "მცირე”, გერმანულად burg - "ციხე-სიმაგრე”, შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
ქვეყნის კოდი - LU.


გეოგრაფია [რედაქტირება]

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია.
ფართობი - 2.600 კვ.კმ.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბუურგპლააცი 559; მდინარე (კმ) - სური 150 (სულ 172); ტბა - ზემო სური; კლიმატი - ოკეანური, კონტინენტური.
ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი (ამჟამად ექსპლუატაცია შეწყვეტილია), სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო [რედაქტირება]
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - დიდი ჰერცოგი ანრი (ნასაუს დინასტიიდან).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა - 3 ოლქი (district) და 12 კანტონი (canton).


დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 493,500 (2009), მათ შორის 75,1% ლუქსემბურგელები, 6,3% იტალიელები.
ენები - ლუქსემბურგული (ეროვნული ენა), ფრანგული და გერმანული.
რელიგია - კათოლიციზმი.
ქალაქები (ათ.) - ლუქსემბურგი (79), ეშ-ალზეტი (28), დიუდელანჟი (18).
ეკონომიკა [რედაქტირება]

ლუქსემბურგი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომლის წამყვანი დარგია მეტალურგია.
ექსპორტი - რკინა, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიკატები, პლასტმასა.
ბიუჯეტი - 5,500 მლნ $.
ეროვნული შემოსავალი (1 სულზე) - 41.210 $.
ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ლუქსემბურგული ფრანკი.


ისტორია [რედაქტირება]

თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა "მუდმივი ნეიტრალიტეტის” ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.


მემკვიდრეობა [რედაქტირება]

ქალაქი ლუქსემბურგი, მისი კვარტალები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.


ნანახია: 798 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz