შაბათი
04.05.2024
00:11
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 12 » მასიმილიანო ალეგრი
09:09
მასიმილიანო ალეგრი
საფეხბურთო კარიერა [რედაქტირება]

ალეგრიმ კარიერა საკმაოდ უცნობ გუნდში კუიოპელიში დაიწყო, სადაც მან მხოლოდ 7 თამაში ითამაშა, გოლი კი არ გაუტანია და შემდეგ ლივორნოში გადავიდა, როგორც ჩანს არც ლივორნოში თამაშობდა ხშირად ალეგრი, რადგან 3 წელში მან 29 მატჩი ჩაატარა, აქაც უგოლოდ. შემდეგ პიზა აქ მასიმილიანო 1 სეზონი თამაშობდა და მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა, გოლი მან ამ კლუბშიც ვერ გაიტანა. შემდეგ კვლავ ლივორნო, სადაც მას კარგი სეზონი ჰქონდა და 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ლივორნოშიც 1 სეზონი გაჩერდა და კვლავ გადაბარგდა, ამჯერად პავიაში.

პავიაშიც ნორმალურად ითამაშა მან და 28 მატჩში 5 გოლის გატანა მოასწრო. ალეგრი "ტრადიციულად" 1 სეზონი გაჩერდა პავიაში, შემდეგ კი პესკარაში გადავიდა, სწორედ ეს იყო ალბათ მისი ფორმის პიკი.

პესკარაში 1991-1993 წლამდე თამაშობდა და ამ ორ სეზონში, 64 მატჩი ჩაატარა, სადაც 16-ჯერ გამოიჩინა თავი.

1993 წელს მან კვლავ შეიცვალა კლუბი და გადავიდა კალიარიში, იქაც არ გამოიყურებოდა ცუდად მასიმილიანო 1993 წლიდან 1995 წლამდე 46 მატჩი ჩაატარა და 4ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ჯერი პერუჯაზე მიდგა, აქაც არ გამოიყურებოდა ცუდად იგი და ორ სეზონში 41 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავი კი 10ჯერ გამოიჩინა.

მან ამჯერად პადოვას "მონახულება" გადაწვყიტა და 1 სეზონი აქაც გაჩერდა, სადაც 21 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

ნაპოლი-7 მატჩი არცერთი გოლი.

როგორც ჩანს მან მეორე წრეზე გადაწყვიტა წასვლა და კვლავ პესკარაში გადავიდა სადაც 46 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

შემდეგ პისტოიესე 18 მატჩი 1 გოლი და მისი ბოლო კლუბი ეს იყო აგლიანესე სადაც 32 თამაშში 8 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან მხოლოდ იტალიურ კლუბებში ითამაშა.
სამწვრთნელო კარიერა [რედაქტირება]

მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყო სერია C2–ში სადაც წვრთნიდა აგლიანესეს შემდეგ C1–ში გორსეტოს და სასულოს (როგორც ჩანს არ უყვარს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება-ავტ.) მილანის გულშემატკივრის, ჯორჯო სკვინცის დახმარებით კი იგი დაწინაურდა სერია B–ში და მოიგო C1 სუპერთასი.

შემდეგ ალეგრიმ ჩაიბარა კალიარი. 2008–2009 წლების სეზონში პირველი ხუთი თამაში მათ წააგეს. ამ დროისთვის მისი ყოფილი გუნდი უკვე მის ახლანდელ გუნდს ხვდებოდა.მილანს წინა ტურში რონის გოლის წყალობით მადონინა მოეგო და პირველზეც იყო, მაგრამ მეექვსე ტურში კალიარიმ ანჩელოტის მილანს ქულები წაართვა, ჯამში 2008-2009 წელს "კალიარიმ” კარგი სეზონი ჩაატარა – მე–9 ადგილი დაიკავა 53 ქულით. ალეგრიმ მოიგო ’Golden Bench’–ის პრიზი, რომელიც სერია B–სა A–ს საუკეთესო მწვრთნელებს ერგებათ ხოლმე. ასევე გახდა სერია A–ს საუკეთესო დებიუტანტი მწვრთნელი.

2010 წელს მასიმილიანო ალეგრიმ მილანთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნანახია: 825 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz