შაბათი
04.05.2024
02:05
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » მოსკოვი
09:59
მოსკოვი
მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) რუსეთის დედაქალაქია და მდებარეობს მდინარე მოსკოვზე. ქალაქის ფარგლებში ცხოვრობს რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 1/10, რაც მოსკოვს ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად ქმნის.

ქალაქი მდებარეობს დასავლეთ რუსეთის ფედერალურ ოლქში. ის იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქი, ასევე რუსული სახელმწიფო - მოსკოვის, პრე-იმპერიული რუსეთის დედაქალაქი. ცნობილი არქიტექტურული ანსამბლი კრემლი მდებარეობს მოსკოვში, რაც ასე წარმოადგენს ეროვნული მთავრობის ცენტრს.

წმ. ბასილის ტაძარი

მოსკოვი ასევე ცნობილია, როგორც ქალაქი სადაც მდებარეობს წმინდა ბასილის ტაძარი, შთამბეჭდავი ელეგანტური ფერადი თაღებით. მოსკოვის პატრიარქი, რომლის რეზიდენცია დანილოვის მონასტერშია, წარმოადგენს ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ
2 მოსახლეობა
3 ნაციონალური შემადგენლობა
4 კლიმატი
5 დაძმობილებული ქალაქები
6 სქოლიო

ისტორია [რედაქტირება]

ადამიანთა მოსკოვის მიდამოებში ყოფის ადრეული ნიშნები შეინიშნება ქვის ხანიდან (შუკინკის ნეოლითური მიდამო მოსკოვის მდინარეზე). თანამედროვე მოსკოვის საზღვრების ფარგლებში სხვა აღმოჩენებიც არსებობს (ფატიონოვსკის კულტურის სამარხი, დიაკოვსკის კულტურის ადრეული ქვის ხანის ნამოსახლარი, კრემლის ტერიტორიაზე და მის გარშემო, კუნხევსკის პარკში, და ა.შ.)

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ბოლოს მოსკოვის ტერიტორიაზე და მოსკოვის ოლქში სახლობდნენ ვიატიჩისა და კრივიჩის სლავური ტომები. მე-11 საუკუნის ბოლოს მოსკოვი პატარა ქალაქი იყო ფეოდალური ცენტრითა და სავაჭრო გარეუბნით მდინარე ნეგლინნაიას შესართავთან.

პირველი მინიშნება მოსკოვზე არსებობს 1147 წელს, როცა ის პატარა პროვინციული დაბა იყო დასახლებული ძირითადად მერიას ტომით, რომლებიც ამჟამად უკვე მივიწყებული ფინნური ენით მეტყველებდნენ. 1156 წელს, უფლისწულმა იური დოლგორუკმა ააგო ხის გალავანი ქალაქის გარშემო. 1237-38 წლებში მონღოლებმა ქალაქი მთლიანად გადაწვეს და მისი მცხოვრებნი კი ამოხოცეს, თუმცა მოსკოვმა სწრაფად მოახერხა აღდგომა და დამოუკიდებელი სამეფოს დედაქალაქი გახდა.

1300 წელს მოსკოვს მართავს დანიელი, ალექსანდრე ნეველის ძე და რურიკის დინასტიის წევრი. ქალაქის ხელსაყრელმა მდებარეობამ მდინარე ვოლგის სათავესთან დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის სწრაფ განვითარებაში. მოსკოვი ასევე სტაბილური და მდიდარი ქალაქი იყო მრავალი წლის განმავლობაში და იზიდავდა დიდი რაოდენობით ლტოლვილებს მთელი რუსეთის მასშტაბით. 1304 წლისთვის, იური მოსკოველი შეეპაექრა ტვერის მიხეილს ვლადიმირის სამეფოს ტახტისთვის. ივანე პირველმა საბოლოოდ დაამარცხა ტვერი და ვლადიმირ-სუზდალის დედაქალაქი და ასევე ერთპიროვნული გადასახადთა ამკრეფი გახდა მონღოლი მმართველებისთვის. ხანისთვის დიდი სარჩელის გადახდით ივანემ შეძლო მისგან მნიშვნელოვანი დათმობა მოეპოვებინა. სხვა სათავადოებისგან განსხვავებით მოსკოვი მის ძეთა შორის არ იყოფოდა, არემედ ხელუხლებლად გადაეცემოდა მათგან ყველზე უფროსს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ურდოს ხანი თავიდან ცდილობდა მოსკოვის გავლენა შეეზღუდა, როცა ლიტვის დიდი სამეფოს გაძლიერებამ საფრთხე შეუქმნა მთელ რუსეთს, ხანმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა მოსკოვი ლიტვის დასაბალანსებლად, რამაც უმოკლეს დროში მოსკოვი რუსეთის უძლიერეს ქალაქად აქცია. 1380 წელს, უფლისწული დიმიტრი დონსკოი მოსკოველის მეთაურობით რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მონღოლებთან კულიკოვოს ბრძოლაში. ამის შემდეგ, მოსკოვი წამყვან როლს იკავებს რუსეთის მონღოლთა ბატონობიდან განსათავისუფლებლად. 1480 წელს, ივანე მესამე საბოლოოდ განდევნა თათრები რუსეთიდან და მოსკოვი გახდა დედაქალაქი იმპერიის, რომელმაც საბოლოოდ მოიცვა მთელი რუსეთი და ციმბირი, და ასევე მრავალ სხვა ქვეყანათა ნაწილები.

1571 წელს ყირიმის სახანოს თათრებმა დაიპყრეს და გადაწვეს მთელი მოსკოვი. 1610-12 წლებში პოლონურ-ლიტვური თანამეგობრობის ჯარები განაგებდნენ მოსკოვს, ხოლო თანამეგობრობის მმართველი სიგიზმუნდ მესამე ცდილობდა ხელთ ჩაეგდო რუსეთის ტახტი. 1612 წელს, ნიჟნი ნოვგოროდისა და სხვა რუსულ ქალაქთა ხალხი აღდგა პოლონელი ოკუპანტების წინააღმდეგ, დაიბრუნა კრემლი და გააძევა დამპყრობლები. 1613-ში, ზემსკის სხდომაზე მიხეილ I რომანოვი არჩეულ იქნა სრულიად რუსეთის მეფედ, რამაც საფუძველი დაუდო რომანოვთა დინასტიას.

მოსკოვმა დათმო დედაქალაქის ტიტული მას შემდეგ რაც 1703 წელს პეტრე დიდმა ააშენა სანკტ-პეტერბურგი ბალტიის სანაპიროზე. ნაპოლეონის თავდასხმისას 1812 წელს, მოსკოველებმა თავად დაწვეს ქალაქი, როცა ნაპოლეონ I უახლოვდებოდა მას 14 სექტემბერს. ნაპოლეონის არმია, გატანჯული შიმშილით, სიცივით და მწირი მომარაგებით, იძულებულ იქნა უკან დაეხია.

1905 წლის იანვარში, ქალაქის მმართველის, მერის, ინსტიტუტი იქნა ოფიციალურად შემოღებული, და ალექსანდრე ადრიანოვი გახდა მოსკოვის პირველი ოფიციალური მერი (ამჟამად მერის პოსტი უჭირავს იური ლუჟკოვს). 1917 წელს რუსეთის რევოლუციის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ლენინმა, უცხოეთის შემოტევის შიშით, დედაქალაქი პეტერბურგიდან ისევ მოსკოვში გადმოიტანა 1918 წლის 5 მარტს.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ [რედაქტირება]


მე-20 საუკუნის დასაწყისში, მუდმივმა გაფიცვებმა და შეიარაღებულმა ამბოხებებმა მოსკოვში დასაბამი მისცა ოქტომბრის რევოლუციას. 1918 წელს ბოლშევიკებმა მთავრობა პეტერბურგიდან მოსკოვში გადმოიტანეს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, საბჭოთა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტი და წითელი არმიის გენერალური შტაბი მდებარეობდა მოსკოვში. 1941 წელს ეროვნულ მოხალისეთა 16 დივიზიონი (160,000-ზე მეტი ადამიანი), 25 ბატალიონი (18,000 ადამიანი) და 4 საინჟინრო კორპუსი ჩამოყალიბდა მოსკოველთა მიერ. 1941 წლის ნოემბერში, გერმანიის არმიის ცენტრალური დაჯგუფება შეაჩერეს ქალაქის მისადგომებთან, მოგვიანებით კი უკუაქციეს. ქარხანათა უმრავლესობა ევაკუირებულ იქნა მთავრობის უმრავლესობასთან ერთად. 20 ოქტომბრიდან ქალაქი ალყის მგდომარეობაში აღმოჩნდა. ქალაქის დარჩენილმა მოსახლეობამ აქტიური საჰაერო დაბობმბვის პირობებში ააგო ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. მოსკოვმა 1944 წლის 1 მაისს მედალი "მოსკოვის დაცვისთვის", ხოლო 1947 წელს მედალი "მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად" დაიმსახურა. 1965 წლის 8 მაისს კი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 20 წლისთავზე მოსკოვმა "ქალაქი გმირის" წოდება მიიღო. 1980 წელს მოსკოვმა უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.

1991 წელს მოსკოვი გახდა მემარჯვენე კომუნისტთა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მიხეილ გორბაჩოვის დემოკრატიულ რეფორმებს, პუტჩის სცენა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმავე წელს, მოსკოვი გახდა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი. მას შემდეგ, საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მოსკოვი გახდა დასავლური ტიპის არქიტექტურის, მომსახურებისა და ცხოვრების სტილის აქტიური მიმდევარი.
მოსახლეობა [რედაქტირება]

მოსკოვი ევროპასა და რუსეთში ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხირვ. კონგლომერატის ჩათვლით მისი მოსახლეობა 15 მილიონს აღწევს.

ოფიციალური 2009 წლის მონაცემებით თვით მოსკოვის მოსახლეობა შეადგენს 10 მილიონ 524 ათ. ადამიანს.

თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალურად მცხოვრები ადამიანების რაოდენობაა. ფედერალური სამსახურების მტკიცებით ქალაქში დაახლოებით 1 მილიონ 800 ათ. ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მოსკოვში სამუშაოდ არიან ჩამოსულები.[1]
ნაციონალური შემადგენლობა [რედაქტირება]

მოსკოვის ნაციონალური შემადგენლობა 2002 წლის მონაცემებით შემდეგნაირია:[2] რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
რუსები 8 მილ. 908 ათ. 864 84,8%
უკრაინელები 252 ათ. 113 2,4%
თათრები 168 ათ. 075 1,6%
სომხები 126 ათ. 057 1,2%
აზერბაიჯანელები 94 ათ. 542 0,9%
ებრაელები 84 ათ. 038 0,8%
ბელორუსები 63 ათ. 028 0,6%
ქართველები 52 ათ. 524 0,5%
სხვა ნაციები 420 ათ. 189 4%

კლიმატი [რედაქტირება][დამალვა]
წლიური ამინდი — მოსკოვი(1971 - 2000), ჩანაწერები (1879 - 2008)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 8.6 (47) 8.3 (47) 17.5 (64) 28.0 (82) 33.2 (92) 34.7 (94) 36.5 (98) 36.7 (98) 32.3 (90) 24.0 (75) 12.6 (55) 9.6 (49) 36.7 (98)
საშუალო მაღალი °C (°F) -4.6 (24) -3.1 (26) 2.3 (36) 11.1 (52) 18.1 (65) 22.2 (72) 23.4 (74) 21.4 (71) 15.2 (59) 8.2 (47) 0.6 (33) -3.0 (27) 9.3 (49)
საშუალო დაბალი °C (°F) -10.5 (13) -9.9 (14) -5.0 (23) 2.2 (36) 7.3 (45) 11.9 (53) 13.6 (56) 12.0 (54) 6.9 (44) 2.2 (36) -3.9 (25) -7.9 (18) 1.6 (35)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -42.2 (-44) -38.2 (-37) -32.4 (-26) -21.0 (-6) -7.5 (19) -2.3 (28) 1.3 (34) -1.2 (30) -8.5 (17) -16.1 (3) -32.8 (-27) -38.8 (-38) -42.2 (-44)
ნალექი მმ (დიუმი) 46 (1.8) 36 (1.4) 33 (1.3) 38 (1.5) 52 (2) 84 (3.3) 90 (3.5) 80 (3.1) 67 (2.6) 66 (2.6) 60 (2.4) 53 (2.1) 705 (27.8)
წყარო: [3][4]

დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება] ალჟირი, ალჟირი
ალმათი, ყაზახეთი[5]
ამანი, იორდანია
ანკარა, თურქეთი
ასტანა, ყაზახეთი
ათენი, საბერძნეთი
ბაქო, აზერბაიჯანი
ბანგკოკი, ტაილანდი
ბანია-ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა
პეკინი, ჩინეთი
ბეირუთი, ლიბანი
ბელგრადი, სერბეთი
ბერლინი, გერმანია
ბრიუსელი, ბელგია
ბუქარესტი, რუმინეთი
კაირო, ეგვიპტე
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ კუსკო, პერუ
დელი, ინდოეთი
დონეცკი, უკრაინა
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები
დუშანბე, ტაჯიკეთი
დიუსელდორფი, გერმანია[6]
განჯა, აზერბაიჯანი
ჰანოი, ვიეტნამი
ჰავანა, კუბა
ხო ში მინი, ვიეტნამი
ინგოლშტანდტი, გერმანია
ელგავა, ლატვია
ხარკოვი, უკრაინა
კოლომნა, რუსეთი
კრაკოვი, პოლონეთი
ლიმოჟი, საფრანგეთი
ლუბლიანა, სლოვენია ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
მადრიდი, ესპანეთი
მანილა, ფილიპინები[7]
ნარიან-მარი, რუსეთი
ნიქოზია, კვიპროსი
პარიზი, საფრანგეთი
პოდგორიცა, მონტენეგრო
პრაღა, ჩეხეთი[8]
ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა
რეშთი, ირანი
რეიკიავიკი, ისლანდია[9]
რიგა, ლატვია
სეული, სამხრეთი კორეა
ტალინი, ესტონეთი
თელ-ავივი, ისრაელი
თეირანი, ირანი ტირანა, ალბანეთი[10][11]
ტოკიო, იაპონია
ტუნისი, ტუნისი[12]
ულან-ბატორი, მონღოლეთი
ვალანსენი, საფრანგეთი
ვენა, ავსტრია
ვარშავა, პოლონეთი[13]


ნანახია: 873 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz