პარასკევი
03.05.2024
23:15
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » პორტუგალია
08:03
პორტუგალია

პორტუგალია (პორტუგალიური: República Portuguesa), მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტიკის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა ასევე პორტუგალიის შემადგენლობაში შედის.სექციების სია 


1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ღირსშესანიშნაობები
7 ისტორია
8 მემკვიდრეობა
9 ცნობილი პორტუგალიელები

სახელწოდება

 

ოფიციალური: ქართულად - პორტუგალიის რესპუბლიკა; პორტუგალიურად - Portugal; República Portuguesa.
ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ "გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური”. რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ.

ქვეყნის კოდი - PT.


გეოგრაფია 

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე. სახმელეთო საზღვარი აქვს ესპანეთთან.
ფართობი - 92.100 კვ.კმ.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პონტა დუ პიკო (აზორის კ-ებზე) 2.351, მალიაო და ეშტრელა 1.991; მდინარეები (კმ) - დუერო 195 (სულ 895), ტეჟუ 217 (სულ 1.007); ტბა - ბარაჟემ-დუ-სანტა კლარა; კუნძულები (კვ.კმ) - აზორის კუნძულები 2.247 (მათ შორის: სან-მიგელი 747), მადეირა 794; კლიმატი - ოკეანური (ატლანტიკური).
ბუნებრივი რესურსები - თევზი, ტყეები, ვოლფრამი, რკინის მადანი, ურანი, მარმარილო, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.


სახელმწიფო 


პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ანიბალ კავაკუ სილვა(Aníbal Cavaco Silva, 2006).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (230 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. პორტუგალიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 5 პროვინცია (distrito) - ალენტეჟუ, ალგარვი, ცენტრი, ლისაბონი და ტეჟუს ველი, ჩრდილოეთი და 2 ავტონომიური რაიონი (região autónoma) - აზორის კუნძულები და კუნძული მადეირა.
ყოფილი კოლონიები. ბრაზილია – 1822-მდე; გოა – ანექსირებულ იქნა ინდოეთის მიერ 1962 წელს; გვინეა-ბისაუ – 1974-მდე; მოზამბიკი, კაბო-ვერდე, სან-ტომე და პრინსიპი, ანგოლა და კაბინდა – 1975-მდე; ტიმორი ანექსირებული იქნა 1976 წელს; მაკაო – 1997 წლამდე.

დემოგრაფია 


მოსახლეობა - 10.102 ათასი (2003), მათ შორის 99,4% პორტუგალიელები.
ენა - პორტუგალიური.
რელიგია – კათოლიციზმი.

ქალაქები (ათ.) - ლისაბონი (559, აგლომ. - 2.618), პორტუ (264, აგლომ. - 1.213), ამადორა (176), ბრაგა (114), სეტუბალი (114), კოიმბრა (103), ფუნშალი (103).


ეკონომიკა 

პორტუგალია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (109 მლრდ $) მას მსოფლიოში 34-ე ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 36, მომსახურება - 60;
ე.ე.პ. (1 სულზე) - 11.010 $.
ექსპორტი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პორტვეინი და ღვინოები, თევზის კონსერვები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
ბიუჯეტი - 45,000 მლნ $.
ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ესკუდო.
ღირსშესანიშნაობები 

 ვასკო და გამას ხიდი ყველაზე გრძელი ხიდი ევროპაში პორტუგალიაშია


ისტორია 

1926-74 წლებში ქვეყანას მართავდნენ დიქტატორები, მხოლოდ მიხაკების რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი დემოკრატიული მმართველობის შემოღება. 1986 წლიდან ევროპის კავშირის წევრია.
მემკვიდრეობა 
არქიტექტურა - ჟერონიმუშის მონასტერი და ბელენის ციხესიმაგრე ლისაბონში, ევორას, გიმარაინშის და პორტუს ისტორიული ცენტრები; ალტუ-დორუს მეღვინეობის რეგიონი, ქალაქი ანგრა-დუ-ეროიჟმუ (აზორის კუნძულებზე), ალკობასის და ბატალიის მონასტრები;
ლიტერატურა - პორტუგალური ეპოსი: ლუზიადა (1572).
ცნობილი პორტუგალიელები 
მოგზაურები - ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი,
ფილოსოფოსი - ურიელ აკოსტა,
მწერლები - ლუიშ დე კამოენში, ესა დი კეიროში, ფერნანდო პესოა, ჟოზე სარამაგო
სპორტსმენები - ეუსებიო, ლუიშ ფიგუ,
პოლიტიკოსები - ანტონიო დი სალაზარი, მარიუ სოარეში.დედაქალაქი ლისაბონი
38°46′N 9°11′W
უდიდესი ქალაქი ლისაბონი
ოფიც. ენები პორტუგალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ანიბალ კავაკუ სილვა
  -პრ.-მინისტრი ჟოზე სოკრატესი


ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
92,345 კმ²(110-ე)

0.5%
მოსახლეობა
- 2007 სავ.
- 2001 ცენზი
- სიმჭიდროვე
10,848,692 (75-ე)
10,148,259
114 ად/კმ² (87-ე)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2006მიახლ.
$232 მილიარდი (მე-40)

$23,464 (2007) (34-ე)
აგი (2005) 0.897 (მაღალი) (29-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი WET (UTC +0სთ.)
  -ზაფხულის დრო WET (UTC +1სთ.)
ქვეყნის კოდი PRT
ccTLD .pt1
სატელეფონო კოდი +351


ნანახია: 883 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz