ორშაბათი
11.12.2017
05:19
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » ფლორენს კუკის და ქეით კინგის უცნაური ამბავი
23:17
ფლორენს კუკის და ქეით კინგის უცნაური ამბავი

პოსტი დავწერე მხოლოდ იმიტომ, რომ ღამე ყველას ტკბილად დაგეძინოთ.. 
ფლორენს კუკი 1856 წელს დაიბადა, ამ დროს დები ფოქსების წყალობით საზოგადოებისთვის გარკვეულწილად ცნობილი იყო სპირიტუალიზმის საოცარი სამყარო. ფლორენსი 15 წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, ვიდრე მისმა მშობლებმა მეგობრებთან ერთად სპირიტული სეანსი არ გამართეს. ამ სეანსის დროს გოგონა თითქოს მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა, მან ლევიტაცია განიცადა. ფლორენსი ირწმუნებოდა, რომ მას ანგელოზებთან შეეძლო საუბარი. და ამით ჯერ კიდევ არ დასრულებულა ყველაფერი. ერთ სეანსს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ნელ-ნელა ის ნამდვილ მედიუმად ჩამოყალიბდა.

მალე სახელიც მოიხვეჭა, იგი იყო მიმზიდველი, განათლებული ქალბატონი წუნდაუდებელი მანერებით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ არასოდეს დაუბრალებიათ მისთვის შარლატანობა ან სხვა რაიმე ამდაგვარი. მართალია ზოგადად გაიზარდა მედიუმების საქმიანობისადმი წინააღმდეგობა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მის პოპულარობას.
ის იკეტებოდა კაბინეტში, რომლის კარებსაც ზევით ხვრელი ჰქონდა დატანილი. სწორედ ამ ხვრელს მისჩერებოდა ხოლმე იგი და ამბობდა,რომ სულთა სახეები ამ ადგილას ჩნდებოდნენ.
ამ დროს ფლორენსი სკამზე დაბმული უნდა ყოფილიყო თოკით, ასევე დამსწრეებიც ჰყავდა,რომელთაც სპეციალური ჰიმნი უნდა ემღერათ.
საზოგადოებას იზიდავდა სეანსებზე დასწრება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფლორენსი მათ ფულს არ ართმევდა, ზოგი კი მარტო იმისთვის შემობოდიალდებოდა, რომ ამ ახალგაზრდა,მშვენიერი გოგონასთვის მოეკრათ თვალი. თანაც ფლორენის სეანსებმა სხვა დატვირთვაც შეიძინა და უფრო პოპულარულიც გახდა ერთი მიზეზის გამო. სულები ზოგჯერ გოგონას ჰაერში წევდნენ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი მას ტანსაცმელის გააძვრეს და რა გასაკვირია,რომ ამის მერე მის სეანსებს გაცილებით მეტი ხალხი ესწრებოდა, იმის იმედით,რომ კვლავ იხილავდა დედიშობილა ფლორენსს.

ამ პერიოდში კუკი გოგონათა სკოლაში მუშაობდა მასწავლებლის თანაშემწედ, მაგრამ მალე პრობლემები დაატყდა თავს. მშობლები ჩიოდნენ,რომ მათი შვილები უცნაური მოვლენების მომსწრენი ხშირად ხდებოდნენ. ეს მოვლენები კი რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში იყო ფლორენსთან. მშობლებს ეშინოდათ, ბავშვებზე რაიმეს უარყოფითად არ ემოქმედა. ყოველივე ამის გამო და სკოლის რეპუტაციის დასაცავად დირექტორი იძულებული გახდა სახელმოხვეჭილი ასისტენტი სამსახურიდან დაეთხოვა.

ქეითის გამოჩენა

ერთი მედიუმი, სახელად ჯონათან კუნსი, 1852 წელს საკუთარ სახლში, ოჰაიოში მართავდა სეანსს, როდესაც მას სული გამოეცხადა. ამ სულმა საკუთარი თავი ჯონ კინგად გააცნო. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ წარსულში სულ სხვა სახელიდა და გვარის მატარებელი გახლდათ. იგი გემის კაპიტანი, ჰენრი მორგანი აღმოჩნდა, რომელიც 1688 წელს იამაიკაში გარდაიცვალა. როგორც თავად სული ჰყვებოდა, მან გააანალიზა, თუ როგორი საშინელი იყო მისი ამჟამინდელი მდგომარეობა – არ არსებობა და გადაწყვიტა საკუთარი ცოდვები ახლა მაინც გამოესყიდა, ამიტომაც გადაწყვიტა ადამიანებს დახმარებოდა ამოეხსნათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის საიდუმლოება.
ჯონ კინგი მალე სახელგანთქმული გახდა, იგი მრავალჯერ გამოჩნდა სხვადასხვა სეანსების დროს. მანვე ასწავლა მედიუმებს, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სპირიტუალური კაბინეტი.

რაც შეეხება ჯონათან კუნსს, მისი ვარსკვლავი თანდათანობით ჩაქრა, ეს პროცესი კი იმან უფრო დააჩქარა, რომ იგი სეანსების დროს ტყუილებში ამხილეს. მაგრამ სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მან საზოგადოებას ჯონ კინგის ნათესავებიც გააცნო. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ანა ოუენ მორგანი, რომელიც საკუთარ თავს ქეით კინგს უწოდებდა. ის ჯონ კინგის ქალიშვილი იყო. ამბობდა,რომ მასაც საკმაოდ ჰქონდა ცოდვები, წარსულში მრუშიც იყო და მკვლელიც, ახლა კი მონანიება სურდა.

ფლორენსი და ქეითი ერთად

1872 წელს სრული სახით მატერიალიზაცია ძალიან შემოვიდა მოდაში. ერთ მშვენიერ ღამეს კი ფლორენსის კაბინეტის ფარდის მიღმა თეთრი სახე გამოჩნდა. ,,მოფარფატე ნიღაბი” აცხადებდა, რომ ის ქეით კინგი იყო, სწორედ ის სული,რომელსაც მთელ ამერიკაში სახელი ჰქონდა განთქმული. მაგრამ ქეითი ამ შემთხვევაში არ იყო არც ჰაეროვანი, არც იდუმალი, იგი წარმოადგენდა ,,ხორცშესხმულ სულს”, ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეეძლო დამსწრეთა შორის სიარული და მათთან გამოლაპარაკებაც. მას ცოცხალი ადამიანისგან ძნელად განარჩევდით და ამასთანავე საოცრად წააგავდა ფლორენსს.

თავდაპირველად ფლორენსი ტრანსში შედიოდა ხოლმე, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ქეითიც გამოჩნდებოდა თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი და ფერმკრთალი. ამ დროს კი კუკი კვლავ უგონოდ იწვა კაბინეტში. სანამ ქეითი თვალსაჩინოდ ჩანდა, მანამ კუკის ქვითინი ისმოდა, რადგანაც ეს მანიფესტაცია მის ენერგიას ისრუტავდა. ქეითის პირველი გამოჩენის დროს, იგი მხოლოდ უღიმოდა დამსწრეებს, შემდეგში კი მათ გვერდზე სიარულიც დაიწყო, ხელითაც ეხებოდა ხალხს და მათაც აძლევდა უფლებას ფრთხილად შეხებოდნენ.

იმ დროს სჯეროდათ,რომ ქეითის სხეული ექტოპლაზმის შედეგი იყო. ექტოპლაზმაზე პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ დაკლიკებით. ფიქრობდნენ, რომ მედიუმის სხეულს გამოეყოფოდა რაღაც გაურკვეველი სუბსტანცია, რომელიც აუხსნელ ფორმებს იღებდა, აი მაგალითად ქეითის შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა. საზოგადოებაში მიჩნეული იყო,რომ ამ აუხსნელი პროცესის დროს რაიმე სახის ჩარევა დამსწრის მხრიდან, მედიუმის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა სავალალო შედეგი მოეტანა.

ამიტომაც დამსწრეებს სასტიკად ეკრძალებოდათ სულზე მოჭიდება ან მედიუმის სხეულზე შეხება, თუმცა ამ აკრძალვის მიუხედავად ასეთი რამ მაინც ხდებოდა.
1873 წლის 9 დეკემბერს ღამით, ერთი სეანსის დროს, დამსწრე საზოგადოებაში იმყოფებოდა ვინმე უილიამ ვოლქმენი, მან სცადა სტუმრებისთვის ,,თვალი აეხილა” და მედიუმის სიცრუე გამოეშკარავებინა. ის ხალხს ქეითისა და ფლორენსის მსგავსებაზე მიუთითებდა, შემდგომ კი ქეითს წელზე ეცა, თუმცა იგი ქეითმა მოიგერია, თანაც ისე, რომ საბრალო უილიამს ცხვირი მთლიანად გასისხლიანებული ჰქონდა. საბოლოოდ ქეითი ედვარდ ქორნერმა,ფლორენსის საქმრომ და ოჯახის რამდენიმე მეგობარმა გადაარჩინა. მათ სულს საშუალება მისცეს გაქცეულიყო და მათივე თქმით ქეითი გაქრა. თუმცა ვოლქმენმა დადევნება მაინც გადაწყვიტა, ქეითის კვალს ვერსად მიაგნო, მაგრამ სამაგიეროდ კაბინეტში ფლორენსი იხილა, რომელსაც ტანსაცმელი არც ისე რიგიანად ჰქონდა ჩაცმული.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის შემდგომ უილიამ ვოლქმენი ლონდონის ერთ-ერთ ცნობილ მედიუმზე სამუელ გუფიზე დაქორწინდა, რომელიც ვერ იტანდა ფლორენსს. ზოგმა ჩათვალა, რომ უილიამის მიერ მოწყობილი სკანდალი სწორედ სამუელის მიერ იყო აგორებული. მართალია ფლორენსის დიდებას ამ ამბავმა დაღი ვერ დაასვა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ბევრს შეურყია მისი რწმენა.

ამ დროს მედიუმის დანიელ დუგლასის სახლში ცნობილი მეცნიერი უილიამ კრუკი იმყოფებოდა, რომელიც სპირიტული სეანსების გამოძიებით იყო დაკავებული. ფლორენსმაც დრო იხელთა, გადაწყვიტა ხალხის ნდობა დაებრუნებინა და მაშინვე კრუკს სთხოვა მის სახლშიც წვეოდა და ჩაეტარებინა მცირედი გამოძიება.

კრუკის ძიება

როდესაც გამოძიება დაიწყო მისტერ კრუკმა სახლში დასარჩენად მიიპატიჟა ფლორენსი, ასევე დედამისიც და მისი დაც. ამ დროს სახლში ასევე იმყოფებოდა მისის კრუკიც, მაგრამ იგი ძირითადად დროს თავის ოთახში ატარებდა, რადგანაც მეათე შვილზე იყო ფეხმძიმედ.

პირველად უილიამი ქეითს ფლორენსთან სახლში შეხვდა, როდესაც სეანსს დაესწრო. ქეითი ჩვეულებრივ კაბინეტის ფარდის მიღმა გამოჩნდა, შემდეგ კი კრუკს უთხრა გაჰყოლოდა. მეცნიერი მართლაც მიჰყვა სულს და დაინახა,რომ ქეითი უგონოდ მყოფ ფლორენსის სხეულთან იდგა. როგორც თავად კრუკი ამბობს, მან სამჯერ შეამოწმა მედიუმის სახე, რომ დარწმუნებულიყო, ქეითი და ფლორენსი სხვადასხვა არსებები იყვნენ თუ არა.

სურათზე ქეითია გამოსახული, ხელი კი კრუკს ეკუთვნის. როგორც ფოტოზე ხედავთ ქალს თეთრი ტანსაცმლის შიგნით თითქოს შავი რაღაცაც მოუჩანს. ზოგი ამბობს,რომ შესაძლოა ეს ფლორენსი მართლაც თამაშობდა სულის როლს და ეს შავი,,რაღაც” მისი კაბაა.

მოკლედ არ იფიქროთ,რომ ყველა დამსწრე აღფრთოვანებული იყო ნანახით. მოწინააღმდეგეებიც საკმაოდ გამოჩნდნენ და ითხოვდნენ გამოეაშკარავებინათ სიმართლე. ფლორენსი თოკით ან სხვა რაიმეთი სკამზე უნდა დაებათ, სეანსის შემდგომ გადაბმის ადგილი შეუცვლელად უნდა დახვედროდათ. ასევე მედიუმის თმა იატაკზე იყო მიჭედებული. მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს, ქეითი მაინც გამოჩნდა.

ნუთუ ქეითის სული მართლა ფლორენსის მიერ იყო შექმნილი? ჯერ კიდევ ნუ იქნებით ამაში დარწმუნებული..

1874 წელს კრუკმა ტესტის ჩატარება დაიწყო, მან რამოდენიმე ფოტოგრაფი მოიყვანა მედიუმის სახლში და უკვე მათ უნდა დაეფიქსირებინათ უცნაური მოვლენები. სწორედ ფოტოების წყალობით შემდეგ გაშიფრავდნენ ტყუილ-მართალს. დაიწყეს სეანსი, ფლორენსი ტახტზე გადაწვა და შალი აიფარა სახეზე, მალე ფარდის უკან ქეითი გამოჩნდა. მეცნიერმა შეამოწმა ტაზტზე კვლავ იწვა თუ არა ქალი. ყველაფერი რიგზე იყო.
კრუკმა ქეითისა და ფლორენსის 55 ფოტო შექმნა, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეა დღემდე შემორჩენილი. დანარჩენი კი ნეგატივებთან ერთად მეცნიერის სიკვდილის შემდგომ (1919) განადგურდა.


როგორც ხედავთ ამ ფოტოზე ქეითიცაა და ფლორენსიც. თუმცა ცუდი ისაა, რომ ქეითის სახეს მთლიანად ფარავს ,,ექტოპლაზმური წარმონაქმნი”.

შუაში ქეითია გამოსახული..

ასე და ამგვარად, კრუკი დარწმუნებული იყო, რომ ფლორენსი არ იტყუებოდა. მან განაცხადა, რომ მედიუმი თანხმდებოდა კრუკის ყველა შეთავაზებას ტესტების შესახებ, თანაც დაუფიქრებლად. ამასთანავე მისი ბუნებისთვის თითქოს ყოველი ტყუილი შეუსაბამო იყო.

კრუკი კი დარწმუნდა ამ ამბავში, მაგრამ რას აკეთებდნენ მისი ოპონენტები? ისინი კვლავ ფიქრობდნენ,რომ ყველაფერი გამოგონილი იყო, მთავარი ხელჩასაჭიდი კი ქეითისა და მედიუმის საოცარი მსგავსება გახლდათ. ბოლოს ისიც კი დაასკვნეს, შესაძლოა კრუკსა და მედიუმს რომანი აქვთ და ამიტომაც აფარებს ხელს ბატონი მეცნიერიო. თუმცა ამ ფაქტზე დანამდვილებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

მაშ, როგორ შეიძლება ავხსნათ ეს იდუმალებით მოცული საქმე?

წამოვაყენოთ 4 სავარაუდო პასუხი:
1) შესაძლოა მეცნიერი ფლორენსის მოკავშირე გახლდათ და ისინი კრუკი გამოკვლევის შედეგებს აყალბებდა.

2) შეიძლება კრუკი გოგონათი იყო აღფრთოვანებული და იგი გულში ინახავდა თავის ეჭვებსა და პრეტენზიებს ამ საქმის შესახებ. არ უნდოდა რომ დაეზიანებინა ფლორენსის კარიერა და ამასთანავე ასე შეინარჩუნებდა მასთან ახლოს ყოფნის ბედნიერებას.

3) არსებობს შანსი, რომ ფლორენსი ორმაგ თამაშს თამაშობდა. მაგალითად გამოძიების პროცესში,როდესაც იგი კრუკის სახლში იმყოფებოდა, სტუმრად მოვიდა მედიუმი მერი შოვერსი. მერიმ და ფლორენსმა სეანსი ჩაატარეს, ორივე შევიდა ტრანსში და ორი მატერიალიზებული სხეული შექმნეს, ერთი ქეითის და მეორე ,,ფლორენსის ნაკვერჩხალი”. ეს უკანასკნელი კი მერის უფრო ჰგავდა გარეგნობით. არის თუ არა შესაძლებელი რომ მერი ან ფლორენსის და ასრულებდნენ ტრანსში შესული ფლორენსის როლს? ამ დროს კი ეს უკანასკნელი სტუმრების გვერდზე დადიოდა და ქეითის როლში იყო შეჭრილი?!

4) და მეოთხე ახსნა ის გახლავთ,რომ შესაძლოა ფლორენსი მართლაც იყო საოცარი მედიუმი, ქეითი მართლაც არსებობდა. და კრუკის ანალიზიც სიმართლეს შეესაბამებოდა.

სეანსების ერთ-ერთმა დამსწრემ, ნოველისტმა მისის როს-ჩარჩმა განაცხადა, რომ ქეითისა და ფლორის მსგავსების გარდა, მათ შორის ბევრი განსხვავებაც არსებობდა. მაგალითად ის, რომ ქეითი უფრო მაღალი იყო, ასევე ფლორისგან განსხვავებით წითელი თმა ჰქონდა.
კრუკსაც აქვს აღწერილი განსხვავებები ამ ორ ქალს შორის, იგი ამბობს რომ ქეითი მაღალიც იყო და მძიმეც, გრძელი თითები ჰქონდა, ყურები გახვრეტილი არ ჰქონდა, ეს ყოველივე კი ფლორენსისგან საგრძნობლად განასხვავებდა.

1875 წელს ქეითმა ხალხს აცნობა, რომ მალე მისი დედამიწაზე ყოფნის დრო იწურებოდა, და სამწუხაროდ სამუდამოდ უნდა გამქრალიყო. გამოსამშვიდობებელი სეანსიც გაიმართა და ქეითმა დატოვა ეს ქვეყანა.

ეს სული კი წავიდა და შესაბამისად გამოძიების ამბებიც უნდა დამთავრებულიყო.. ფლორენსი 6 წელი ,,პენსიაში” იმყოფებოდა, შემდეგ კი მგონი მეორე სუნთქვა გაეხსნა : ) გამოჩნდა ახალი სული, მარი, რომელიც ქეითზე უფრო მეტადაც კი იზიდავდა მაყურებელს, რადგანაც ცეკვავდა და მღეროდა კიდეც.
1880 წელს კი ერთმა დამსწრემ ჯორჯ სითველმა შენიშნა რომ მარის კორსეტი მოუჩანდა ტანსაცმლის ქვევიდან. ჯორჯს ბევრი არ უფიქრია და სული დაიჭირა, შემდეგ ფარდა გადასწია და დაინახა,რომ მედიუმის სკამი ცარიელი იყო. ბევრი კვლევა-ძიება არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, თუ ვინ ეჭირა ხელში იმ წუთს ჯორჯს..
ამის შემდგომ ფლორენსი სეანსებს მხოლოდ დამსწრესთან ერთად ატარებდა. ანუ მის ოთახში ვინმეს ტოვებდნენ, ასევე მიბმულს, რომ ეყურებინა მედიუმისთვის, კიდევ ხომ არ აპირებდა ხალხის მოტყუებას.
მალე ფლორენსი დიასახლისობას დაუბრუნდა, მან უკანასკნელი სეანსი 1899 წელს გამართა. 1904 წელს კი გარდაიცვალა.

ნამდვილად წავიდა თუ არა ქეითი ჩვენი სამყაროდან? არა.. ის 1903 წელსაც გამოჩნდა დოქტორ გლენ ჰამილტონის სეანსზე, და ასევე რომში 1974 წელს. ვინ იცის, იქნებ კიდევ გავახსენდეთ, ან უკვე გავახსენდით და ახლა ჩვენს უკან დგას?!
მიიხედე ჰო, ნუ გეშინია = ))

ნანახია: 356 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2  
sheapaseT maximaluri qula 100000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000 0000000000 pliusit

1  
ucnauri.com

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017
Free site builder - uCoz