შაბათი
04.05.2024
07:14
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » ფრენბურთი
10:32
ფრენბურთი
ფრენბურთი მეტად პოპულარული სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით} ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 მოედანი, ბურთი, წესები
3 საერთაშორისო ფედერაცია
4 მნიშვნელოვანი ტურნირები

ისტორია [რედაქტირება]

ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირში, ბულგარეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან.
მოედანი, ბურთი, წესები [რედაქტირება]

ფრენბურთის ბურთი

ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთ ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული მარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ.
საერთაშორისო ფედერაცია [რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფრენბურთმა სწრაფი პოპულარობა განიცადა. 1936 წელს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სტოკჰოლმის კონგრესზე პოლონეთის დელეგაციამ დააყენა წინადადება შეექმნათ ფრენბურთის კომისია, როგორც ფედერაციის შემადგენელი ორგანო. კონგრესმა ეს წინადადება მიიღო და შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში 22 ქვეყნის წარმომადგენელი შევიდა.

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, 1947 წლის 18 - 20 აპრილს პარიზში გაიმართა ფრენბურთის საერთშორისო ფედერაციის (Federation Internationale de Volleyball - FIVB ) დამფუძნებელი კონგრესი. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, იტალია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, აშშ, ურუგვაი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია.

ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. ამჟამინდელი პრეზიდენტია ვეი ცზიჩუნი (ჩინეთი)

ამჟმად იგი აერთიანებს 218 ქვეყანას და 5 კონტინენტალურ კონფედერაციას.
მნიშვნელოვანი ტურნირები [რედაქტირება]

ფრენბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული ფრენბურთელთა ტურნირი, რომელსაც ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს.

უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

გარდა მსოფლიოს ჩემპიონატისა ფედერაცია ატარებს:
მსოფლიოს თასი ვაჟთა და ქალთა შორის
მსოფლიოს ლიგა ვაჟთა და ქალთა შორის
ჩემპიონთა თასი ვაჟთა და ქალთა შორის
მსოფლიოს დიდი პრიზი ქალთა შორის


გარდა ამისა კონტინენტალური ფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.
მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 989 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz