შაბათი
04.05.2024
07:46
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » რაგბი
10:35
რაგბი
რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 თამაში
2.1 თამაშის მიზანი
2.2 ქულები
2.3 სათამაშო პოზიციები
2.4 სათამაშო ეპიზოდები და ტაქტიკური ხერხები
2.4.1 წინ თამაში
2.4.2 შებოჭვა
2.4.3 რაქი
2.4.4 მოლი
2.4.5 შერკინება
2.4.6 დერეფანი
3 დრო
3.1 მატჩის ხანგრძლივობა
3.1.1 შვიდკაცა
3.1.1.1 გამონაკლისი
3.2 შესვენება
3.2.1 შვიდკაცა
3.3 დროის აღრიცხვა
3.4 გაცდენილი დრო
4 რაგბი საქართველოში
4.1 საქართველოს ეროვნული ნაკრები
4.1.1 მონაგარი
4.2 ქართული კლუბები
4.2.1 თბილისი
4.2.2 ქუთაისი
4.2.3 ბათუმი
4.2.4 დანარჩენები
5 IRB-ის მსოფლიო რეიტინგი
6 რაგბის ყველა მსოფლიო თასი
7 იხილეთ აგრეთვე
8 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]

უილიამ უებ ელისის ქანდაკება თავისი სკოლის წინ ქალაქ რაგბიში

არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია მართალია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის გახლდათ, რომ რაგბში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი - მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი - შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის 1873 წელს, ირლანდიის 1875 და უელსის 1881 რაგბის კავშირები.

ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში (1889 წელს), ახალ ზელანდიაში (1892), არგენტინაში (1899), გერმანიაში (1990) და სხვაგან.

1886 წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დაარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board)- ირფბ. ორგანიზაციას 1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. საერთოდ ირბ მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია - ფირა, შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900,1908,1924 და 1928 წლებში) რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,, football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.
თამაში [რედაქტირება]
თამაშის მიზანი [რედაქტირება]

თამაშის მიზანი არის ორმა,15-კაციანმა გუნდმა, სპორტულ შეჯიბრებაში და წესების დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად.
ქულები [რედაქტირება]

ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით ან დარტყმის ზუსტად შესრულებით. ლელოს გატანა ეწოდება მოთამაშის შესვლას მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადებას (დამიწებას). ლელოს გამტანი გუნდი იღებს 5 ქულას.

დარტყმა ითვლება გატანილად, თუკი ბურთი გაფრინდება მოწინააღმდეგის კარის ძელებს შორის, ხარიხის თავზე. არსებობს სამი სახის დარტყმა, რომელიც ქულებით ფასდება:
არეკნი - თამაშის დროს ბურთის დარტყმა. ფასდება 3 ქულით
ჯარიმა - ინიშნება მაშინ, როდესაც გუნდი დაარღვევს თამაშის წესებს. ფასდება 3 ქულით
გარდასახვა - ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ, ნებისმიერი მანძილიდან. ფასდება 2 ქულით
სათამაშო პოზიციები [რედაქტირება]

მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.

ფორვარდები მონაწილეობენ დერეფნებსა და შერკინებებში.რაგბის პოზიციები
1 მარცხენა ბურჯი 2 კვაჭი 3 მარჯვენა ბურჯი
4 მხტომელი 5 მხტომელი
6 მარბიელი 8 შემკვრელი 7 მღლეტელი

9 ჰავბეკი
10 პირველი მგეზავი
12 მეორე მგეზავი
13 შუამარბი
11 მარცხენა ფრთა 14 მარჯვენა ფრთა
15 ფულბეკი


სათამაშო ეპიზოდები და ტაქტიკური ხერხები [რედაქტირება]
წინ თამაში [რედაქტირება]

წინ თამაში რაგბის წესების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. მორაგბე ვალდებულია, ხელით თამაშის დროს ბურთი უკან (და არა წინ) მყოფ თანაგუნდელს გადააწოდოს. შესაბამისად, წინ გადაწოდება დარღვევაა. ბურთის ხელში დაჭერისას მისი წინ გადავარდნაც წინ თამაშად ითვლება და ზუსტად ისევე ისჯება, როგორც წინ გადაწოდება - შერკინებით, მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ.
შებოჭვა [რედაქტირება]

შებოჭვა არის ერთ-ერთი ხერხი რომლის საშუალებითაც გუნდს შეუძლია თავდასხმის შეჩერება. ამ დროს დამხვდური გუნდის მოთამაშე იჭერს მომხდურთა ბურთიან მორაგბეს და აგდებს მას მინდორზე.
რაქი [რედაქტირება]
მოლი [რედაქტირება]
შერკინება [რედაქტირება]

შერკინება ინიშნება მაშინ, როდესაც თამაში უნდა გაგრძელდეს წესების დარღვევის შემდეგ. თითოეული გუნდიდან შერკინებაში მონაწილეობენ ფორვარდები, რომლებიც სამ ხაზად არიან განლაგებული. პირველი ხაზის შუაში დგება კვაჭი (ნომერი 2), რომლის მარცხნივ და მარჯვნივ დგებიან ბურჯები (მარცხნივ 1, მარჯვნივ 3). ისინი მჭიდროდ ეკვრებიან ერთმანეთს. მათ უკან დგებიან მეორეხაზელები, რომელთა თავები კვაჭისა და ბურჯების სხეულებს შორის არის მოქცეული და ისინი მთელი სხეულით აწვებიან წინ. მათ უკან კი დგებიან მესამეხაზელები.

ორი გუნდის ფორვარდები დგებიან ერთმანეთის პირისპირ ერთი ხელის გაწვდენაზე. პირველი ხაზი იხრება მოედნის პარალელურად და მსაჯის ბრძანების შემდეგ ეჯახება და აწვება ერთმანეთს. ამ დროს იმ გუნდის მოთამაშე (როგორც წესი, 9 ნომერი), რომლის სასარგებლოდაცაა დანიშნული შერკინება, ბურთს აგდებს შერკინების შუაში. ორივე გუნდი ერთმანეთს აწვება და ორივე კვაჭი (ზოგჯერ ბურჯებიც) ცდილობს, ფეხით გადააგოროს ბურთი თავისი გუნდის მხარეს. ამის შემდეგ გუნდმა, რომელიც უპირატესობას მოიპოვებს, შეიძლება ბურთი ან მაშინვე გამოიტანოს შერკინებიდან და წამოიწყოს შეტევა, ანდა (თუკი ეს შესაძლებელია) მოწინააღმდეგეს ჯერ რამდენიმე მეტრით დაახევინოს უკან და შემდეგ შეუტიოს. როგორც წესი, გუნდი იგებს საკუთარ შერკინებებს.

შერკინება რაგბის მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავე დროს სახიფათო (ტრავმების თვალსაზრისით) კომპონენტია, რადგან მოთამაშეებზე, განსაკუთრებით პირველხაზელებზე ძალიან დიდი ზეწოლა მიდის. როგორც წესი, თანამედროვე პროფესიონალურ თამაშებში თითოეული გუნდის მორაგბეთა საერთო მასა შერკინებისას 800 კილოგრამს აღემატება. ამიტომ არსებობს მრავალი წესი, რომელიც არეგულირებს შერკინებას და უმრავლესობა სწორედ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარეობს.
დერეფანი [რედაქტირება]

როდესაც ერთი გუნდის მოთამაშე გადააგდებს ბურთს მოედნის გვერდით ხაზს იქით, ინიშნება დერეფანი მეორე გუნდის სასარგებლოდ. ამ წესიდან გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ბურთი გადადის საჯარიმო დარტყმიდან. ამ დროს დერეფანი იმ გუნდის სასარგებლოდ ინიშნება, რომელიც ჯარიმას ურტყამდა. ამ მარტივი ხერხის გამოყენებით საჯარიმოს დამრტყმელ გუნდს შეუძლია საკმაო მანძილი მოიგოს და წინ წაიწიოს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნისაკენ.

დერეფანი ინიშნება იმ ადგილას, სადაც ბურთი გვერდით ხაზს გადაკვეთს. როგორც წესი, ორივე გუნდის 7 ფორვარდი დგება მოწოდების წერტილიდან, საკუთარი მოედნის მხარეს, ერთ ხაზში - გვერდითი ხაზის მართობულად. მომწოდებელი გუნდის მერვე ფორვარდი (როგორც წესი, ამ როლს ასრულებს კვაჭი, 2 ნომერი) ბურთს აგდებს ზუსტად რიგებს შორის. თითოეული გუნდიდან ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ზემოთ ხტება და ცდილობს რომ მოწოდებული ბურთი დაიჭიროს. როგორც წესი, მხტომელთა ფუნქციებს მეორეხაზელები (4 და 5 ნომრები) ასრულებენ. დანარჩენები კი მათ ახტომაში ეხმარებიან.

თუკი ზემოთ ამხტარი მოთამაშე იჭერს ბურთს, მას შეუძლია დაიჭიროს ის და შეუტიოს მიწაზე დაშვებისას, ან გადააწოდოს თანაგუნდელებს. ყველა ის მოთამაშე, რომელიც დერეფანში არ მონაწილეობს, დერეფნიდან 10 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.
დრო [რედაქტირება]
მატჩის ხანგრძლივობა [რედაქტირება]

მატჩი გრძელდება არაუმეტეს 80 წუთს. ამას შეიძლება მიემატოს გაცდენილი და დამატებითი დრო. მატჩი იყოფა ორ ტაიმად (ნახევრად). თითო ტაიმის ხანგრძლიობა არაუმეტეს 40 წუთია.
შვიდკაცა [რედაქტირება]

მატჩი გრძელდება არაუმეტეს 14 წუთს. ამას შეიძლება მიემატოს გაცდენილი დრო და დამატებითი დრო. მატჩი იყოფა ორ ტაიმად (ნახევრად). თითო ტაიმის ხანგრძლივობა არაუმეტეს შვიდი წუთია.
გამონაკლისი [რედაქტირება]

შეჯიბრების ფინალი გრძელდება არაუმეტეს 20 წუთს. ტაიმის ხანგრძლიობა არაუმეტეს ათი წუთია.
შესვენება [რედაქტირება]

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ. ამ დროს ცხადდება არაუმეტეს 10-წუთი შესვენება. შესვენების ხანგრძლიობას ადგენს მატჩის ორგანიზატორი, რაგბის კავშირი ან ის ორგანო, რომლის უფლებებიც ამ მატჩზე ვრცელდება.

შესვენების დროს გუნდებსა და მსაჯებს შეუძლიათ სათამაშო გარემოდან გასვლა.
შვიდკაცა [რედაქტირება]

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ. ამ დროს ცხადდება არაუმეტეს ერთწუთიანი შესვენება. შეჯიბრების ფინალში შესვენება არაუმეტეს ორი წუთია.
დროის აღრიცხვა [რედაქტირება]

თამაშის დროს ინიშნავს მსაჯი. მსაჯს ასევე შეუძლია ეს საქმე გადააბაროს ერთერთ ან ორივე თანამსაჯს, ანდა ოფიციალურ დროის მსაჯს. ამ შემთხვევაში მსაჯმა მათ უნდა ანიშნოს საათის ყოველი გაჩერება (გაცდენილი დრო).

თუ მატჩს დროის მსაჯი არ ემსახურება, მსაჯს კი დროის სისწორე დააეჭვებს, მას შეუძლია მოეთათბიროს ერთერთ ან ორივე თანამსაჯს, და მხოლოდ მაინ, როცა ამათი რჩევა საკმარისი ვერაა, შეუძლია მსაჯს სხვაც დაიხმაროს.
გაცდენილი დრო [რედაქტირება]

დრო შეიძლება დაცდეს შემდეგი მიზეზების გამო:
ტრავმა

მსაჯს შეუძლია თამაში გააჩეროს არაუმეტეს ერთი წუთით, რათა დაშავებულ მოთამაშეს მიხედონ და უწამლონ. მსაჯს შეუძლია გააგრძელებინოს თამაში იმ დროს, როცა ექიმი დაშავებულ მოთამაშეს სათამაშო არეში შველის, ან ტრავმირებული კიდესთან თავად მისულა. თუ მსაჯს მიაჩნია, რომ მოთამაშე ტრავმას სიმულირებს, იგი სათამაშო არიდან უნდა გააყვანინოს და თამაში უმალ გაანახლოს. მეორე მხრივ, მსაჯს შეუძლია არ გააჩეროს თამაში მაშინ, როცა ექიმი მოთამაშეს სათამაშო არეში სინჯავს. თუ მძიმედ დაშავებული მოთამაშე მოედნიდანაა გასაყვანი, მსაჯს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია თამაში მეტი ხნითაც შეწყვიტოს.
სამოსის გამოცვლა

ბურთის უქმობის დროს მსაჯი მოთამაშეს ნებას რთავს, რომ ამან გამოიცვალოს ან შეაკეთოს გახეული კვართი, შორტი და ბუც(ებ)ი, ან გახსნილი ზონარი შეიკრას.
მოთამაშის შეცვლა (გამოცვლა)

მსაჯი გუნდს მოთამაშის შეცვლას (გამოცვლას) ადროვებს.
თანამსაჯის პატაკი

თანამსაჯი მსაჯს ბინძურად თამაშის შესახებ მოახსენებს.
გაცდენილი დროის ანაზღაურება

გაცდენილი დრო ემატება მატჩის შესაბამის ტაიმს.
რაგბი საქართველოში [რედაქტირება]

საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა;ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა.

1963 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი – პროფკავშირების პირველობა, რომელშიც თბილისის "განთიადმა” III ადგილი დაიკავა. 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი კლუბი – "დინამო”. 1966 წელს სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში თბილისის "დინამო” (მწვრთნელი – გივი მრელაშვილი) II ადგილზე გავიდა. 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის ნაკრების ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა მოაწყო ტურნე უცხოეთში (თბილისის "დინამო”, 3 გამარჯვება პოლონეთში).

1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი.

1968 წელს თბილისის "ლოკომოტივმა” III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 78, 81), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. 1980-იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა ქუთაისის "აია”. გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები მოიპოვა, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987, 88, 89) გახდა სსრკ ჩემპიონი, ორჯერ კი თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 90). სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ საქართველოს მორაგბეები: თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუშიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, თენგიზ ტურძელაძე, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები [რედაქტირება]

1989 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო "ევროპის ერთა თასი", რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

რაგბის საერთაშორისო ფედერაციის 2005 წელს გამოქვეყნებულ რეტინგში, საქართველოს რაგბის ნაკრები იმყოფება საუკეთესო ოცეულში. საკმაოდ წარმატებულნი არიან ქართველი მორაგბეები საქართველოს საზღვრებს გარეთ: საფრანგეთში, რუსეთში, გერმანიაში. 2004 წელს, SC Neuenheim-ის შემადგენლობაში, გერმანიის უმაღლესი ლიგის ჩემპიონები გახდნენ გიგო სანადირაძე და შალვა დიდებულიძე. საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება დიმიტრი იაშვილი.

2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა ნამიბიის ნაკრებთან 30:0, ხოლო საბოლოო ჩათვლაში მე-13 ადგილი დაიკავა.

2007 წლის მსოფლიოს თასი საქართველო ნამიბია
მონაგარი [რედაქტირება]

1989-2006:
85 თამაში (33 შინ, 42 გარეთ, 10 ნეიტრალურზე)
49 მოგება - 32 წაგება * 4 ფრე
ქულა 1959:1645, ლელო 236-183
ქართული კლუბები [რედაქტირება]
თბილისი [რედაქტირება]

აკადემია, ამირანი, გუმარი, ელმავალი, ექსპრესი, ვესტა, ზორდა, თბილისი, ივერია, ლელო,
ლოკომოტივი, მერკური, უნივერსიტეტი, ქორები, ყოჩები, შევარდენი, ხულიგანა, დევები, დინამო (სამოყვარულო კლუბი).
ქუთაისი [რედაქტირება]

აია,გელათი,ერქვანი,(რაგბი)ბაგრატი
ბათუმი [რედაქტირება]

დათვები,დელფინი
დანარჩენები [რედაქტირება]

ოზურგეთის არწივები, ჩოხატაურის ჯანი,რუსთავის ხარები, ლომები გორი.
IRB-ის მსოფლიო რეიტინგი [რედაქტირება]ადგილი ქვეყანა სარეიტინგო ქულა
1 (1) ახალი ზელანდია 91.68
2 (2) სამხრეთ აფრიკა 88.93
3 (3) ავსტრალია 85.56
4 (4) საფრანგეთი 85.43
5 (5) ირლანდია 82.61
6 (6) არგენტინა 80.56
7 (7) ინგლისი 80.10
8 (8) უელსი 78.58
9 (9) შოტლანდია 76.79
10 (10) ფიჯი 75.90
11 (11) იტალია 72.97
12 (12) სამოა 72.08
13 (13) იაპონია 70.59
14 (14) კანადა 69.43
15 (15) ტონგა 68.11
16 (16) საქართველო 68.09
17 (18) აშშ 67.86
18 (17) რუმინეთი 67.10
19 (19) რუსეთი 64.64
20 (20) ურუგვაი 62.37

რაგბის ყველა მსოფლიო თასი [რედაქტირება]წელი ჩატარების ადგილი ფინალი მატჩი მესამე ადგილისთვის
გამარჯვებული ანგარიში მეორე ადგილი მესამე ადგილი ანგარიში მეოთხე ადგილი
1987
ვრცლად ავსტრალია
ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია 29:9
საფრანგეთი
უელსი 22:21
ავსტრალია
1991
ვრცლად ინგლისი
ავსტრალია 12:6
ინგლისი
ახალი ზელანდია 13:6
შოტლანდია
1995
ვრცლად სამხრეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა 15:12
ახალი ზელანდია
საფრანგეთი 19:9
ინგლისი
1999
ვრცლად უელსი
ავსტრალია 15:12
საფრანგეთი
სამხრეთი აფრიკა 19:9
ახალი ზელანდია
2003
ვრცლად ავსტრალია
ინგლისი 20:17
ავსტრალია
ახალი ზელანდია 40:13
საფრანგეთი
2007
ვრცლად საფრანგეთი
სამხრეთი აფრიკა 15:6
ინგლისი
არგენტინა 34:10
საფრანგეთი
2011
ვრცლად ახალი ზელანდია
2015
ვრცლად ინგლისი
2019
ვრცლად იაპონია


მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1458 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 guka-2001  
0
კაი საიტია?

3 guka-2001  
0

2 guka-2001  
0
ისე რა

1 sxva  
1
REDAKTIREBA RATO UWERIA/
?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz