შაბათი
04.05.2024
06:21
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » საბერძნეთი
23:43
საბერძნეთი
საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძნ. Ελληνική Δημοκρατία) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 მემკვიდრეობა
7 ისტორია

სახელწოდება [რედაქტირება]

მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. მე-8 საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.
გეოგრაფია [რედაქტირება]

საბერძნეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.
ფართობი: 131.900 კვ.კმ.
ბუნება: მთიანი სისტემა — პინდოსი; უმაღლესი მწვერვალი — ოლიმპო 2.917 მ; კუნძულები — კრეტა, კორფუ, როდოსი; ტბა— ტრიხონისი. მდინარეები — ალიაკმონი, პინიოსი, სპერხიოსი.
ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.
სახელმწიფო [რედაქტირება]
პოლიტიკური სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა: საბერძნეთი ადმინისტრაციულად იყოფა 54 რაიონად (ბერძ. „ნომოს", რომლებიც გაერთიანებული არიან 13 რეგიონში (ბერძ. „პერიფერია"), ესენია: ატიკა, აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკია, დასავლეთი მაკედონია, დასავლეთი საბერძნეთი, ეპიროსი, თესალია, იონიის კუნძულები, კრეტა, პელოპონესი, სამხრეთი ეგეოსი, ცენტრალური საბერძნეთი, ცენტრალური მაკედონია, ჩრდილოეთი ეგეოსი. განსაკუთრებული სტატუსი აქვს აიონ-ოროსს ანუ ათონის მთის „სამონასტრო რესპუბლიკას", რომელიც ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა: 10.665 ათასი (2003), მათ შორის ბერძნები — 95,6%, მაკედონელები — 1,5%.
ენა: ბერძნული.
რელიგია: მართლმადიდებლობა.
ქალაქები (ათ.): ათენი (Αθήνα) (747, აგლომ. — 3.247), სალონიკი (Θεσσαλονίκη)(361, აგლომ. — 802), პირევსი (Πειραιάς)(179), პატრა (Πάτρα)(167), ირაკლიონი (Ηράκλειο) (135), ლარისა (Λάρισσα) (125).
ეკონომიკა [რედაქტირება]

საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა — 9, მრეწველობა — 24, მომსახურება — 67;
ე.ე.პ. (1 სულზე): 22.800 $.
ექსპორტი: ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ხილი, თამბაქო, ნავთობპროდუქტები.
ბიუჯეტი: 45,000 მლნ $.
ვალუტა: ევრო (EUR); 2002 წლამდე ბერძნული დრახმა.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

აკროპოლისი
ათენი — აკროპოლისი; ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები;
სალონიკი — წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი";
ათონის მთა და მისი მონასტრები,
როდოსი — იოანიტი რაინდების სასახლე, როდოსის კოლოსი
ოლიმპია,
კრეტა — ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
ბერძნული ეპოსი — ილიადა და ოდისეა (ძვ. წ. VIII საუკუნე).
ისტორია [რედაქტირება]

1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.
ნანახია: 796 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz