პარასკევი
03.05.2024
21:18
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 9 » საქართველოს ეკლესიურ სულიერ შვილებს ილია II-სგან
22:21
საქართველოს ეკლესიურ სულიერ შვილებს ილია II-სგან
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის სამონასტრო კომპლექსი მთელი ერის სახელით უფლისათვის მიძღვნილი შესაწირია - სიმბოლო საქართველოში ორიათასწლოვანი ქრისტიანობის უძლეველობისა და ღვთისადმი ჩვენი ერის მადლიერებისა.
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს. დღეს უკვე ყველა თვალნათლივ ხედავს, თუნდაც ძნელბედობის ჟამს რა შეძლო ერთად მდგარმა ქართველობამ: მოხატვის გარეშე უკვე დასრულებულია წმიდა სამების სახელობის ტაძარი (სადაც განთავსებულია ათი ეკლესია) და სავესტიბულო ნაწილი, სამრეკლო, ცენტრალური და აღმოსავლეთის კარიბჭეები, წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესია, დასავლეთის გალავანი კოშკთან ერთად. გრანიტის ქვაფენილით მოიკირწყლა კომპლექსის ტერიტორია, მოეწყო გამწვანების თარგები დეკორატიული მცენარეებითა და ბუნებრივი ქვებით, დასრულდა ორი შადრევანი, დეკორატიული და წყალკურთხევის აუზები.
მშენებლობაში მონაწილეობა ნებისმიერი სახით, უფლის თაყვანისცემას ნიშნავს, ამიტომაც ყველა ის ადამიანი, ვინც შესაწირი გაიღო, ან საკუთარი შრომით წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მართლაც, ღირშესანიშნავი მოვლენის მონაწილეა. თითოულ მათგანს უფლისგან მიეგება სიკეთისათვის, თუმცა ჭეშმარიტი მორწმუნენი სამაგიეროს მიღებისათვის არ ირჯებიან, ბევრმა ადამიანმა და მათ შორის გენერალურმა სპონსორმა, რომელმაც დააფინანსა მშენებლობის თითქმის 95%, ეს ისე გააკეთა, ვინაობაც არ გაუმხელია. ამ ადამიანის ღვაწლი განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს მთელი ერისგან.
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის გაანგარიშებით კომპლექსის დასრულება შესაძლებელი იქნება 2-3 წელიწადში. ასე, რომ მორწმუნეთ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ ამ დიდებული საქმის განხორციელებაში, კერძოდ - ასაშენებელია საპატრიარქო რეზიდენცია, სასულიერო აკადემია, საეკლესიო მუზეუმი, მამათა მონასტერი, გალავნის კედელი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეებით, დასასრულებელია სანათლავი და ორი კოშკი.
გვწამს, უფლის შეწევნით, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობის დასრულება იქნება საწინდარი ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და ჩვენი სულიერი ტაძრის განმტკიცებისა.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველი ადამიანი, რომელიც თავის შეწირულობით მონაწილეობას მიიღებს ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 812 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz