პარასკევი
03.05.2024
23:59
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » სასომხეთი
16:00
სასომხეთი
ჰიმნი: Մեր Հայրենիք (ჩვენი სამშობლო)



დედაქალაქი ერევანი
40°16′N 44°34′E
უდიდესი ქალაქი ერევანი
ოფიც. ენები სომხური
მთავრობა უნიტარული რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი
  -პრ.-მინისტრი ტიგრან სარქისიანი


ფართობი
- საერთო

- წყალი (%)
29,800 კმ²(141-ე)

4.71%
მოსახლეობა
- 2007 სავ.
- 2001 ცენზი
- სიმჭიდროვე
3,229,900 (135-ე)
3,002,594
101 ად/კმ² (77-ე)
მშპ (ppp)
- საერთო

- ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.
$16.83 მილიარდი
$5,700
აგი (2007) 0.775 (საშუალო) (83-ე)
ვალუტა დრამი (AMD)
დროის სარტყელი (UTC +4)
  -ზაფხულის დრო (UTC +5)
ქვეყნის კოდი ARM
ccTLD .am

სატელეფონო კოდი +374

სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun), სახელმწიფო ამიერკავკასიაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სამხრეთით ირანს, დასავლეთით თურქეთს და ჩრდილოეთით საქართველოს. დედაქალაქი - ერევანი.სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 ისტორია
4 სახელმწიფო
5 ტერიტორიული მოწყობა
6 დემოგრაფია
7 ეკონომიკა
8 უახლესი ისტორია
9 კულტურა


სახელწოდება 


ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.


გეოგრაფია 

სომხეთის რესპუბლიკა
არაგაცოტნი (სომხ. Արագածոտնի մարզ) — ქ. აშტარაკი.
არარატი (სომხ. Արարատի մարզ) — ქ. არტაშატი.
სრმავირი (სომხ. Արմավիրի մարզ) — ქ. არმავირი.
გეგარკუნიკი (სომხ. Գեղարքունիքի մարզ) — ქ. გავარი.
კოტაიკი (სომხ. Կոտայքի մարզ) — ქ. რაზდანი.
ლორი (სომხ. Լոռու մարզ) — ქ. ვანაძორი.
შირაკი (სომხ. Շիրակի մարզ) — ქ. გიუმრი.
სუნიკი (სომხ. Սյունիքի մարզ) — ქ. კაპანი.
თავუში (სომხ. Տավուշի մարզ) — ქ. იჯევანი.
ვაიოც ძორი (სომხ. Վայոց Ձորի մարզ) — ქ. ეჰეგნაძორი.
ერევანი (სომხ. Երևան) — ქ. ერევანი.

სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:
ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.

სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.


ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.
ისტორია [რედაქტირება] მთავარი სტატია : სომხეთის ისტორია.

სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).


ტერიტორიული მოწყობა 




ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

ერევანიოლქი მოსახლეობა
(ათასი) ფართობი
(ათასი) ადმ. ცენტრი
ერევანი 1,267,576 210 ერევანი
არაგაცოტნი 173,667 2,755 აშტარაკი
არარატი 320,941 2,003 არტაშატი
არმავირი 340,343 1,241 არმავირი
გეღარკუნიკი 297,655 3,655 გავარი
ვაიოც-ძორი 70,004 2,406 იეჰეგნაძორი
კოტაიკი 335,934 2,100 რაზდანი
ლორი 402,191 3,791 ვანაძორი
სიუნიკი 167,962 4,505 ღაფანი
ტავუში 165,578 3,120 იჯევანი
შირაკი 370,780 2,679 კუმაირი

დემოგრაფია 


მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7% სომეხი; 1,7% ქურთ-იეზიდები, 1,6% რუსი, ასევე ბერძნები და ასურელები, 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.
სახელმწიფო ენა: სომხური ენა, სხვა ენები - რუსული (2%).
რელიგია: ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93%), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.
დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).
დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125 ათასი), ვაღარშაპატი (66 ათასი), რაზდანი (61 ათასი)

.
ეკონომიკა

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.


უახლესი ისტორია 

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.


კულტურა 


არქიტექტურა: ეჩმიაძინი - რელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V — VI სს.), გარნი - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (I ს.), გეღარდი (მონასტერი); დვინის და ზვარტნოცის სასახლეები და ეკლესიები (III — IV სს.).
ლიტერატურა: სომხური ეპოსი - დავით სასუნცი (IX-X ს.), გლაძორის უნივერსიტეტი.

ნანახია: 1020 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 sxva  
0
ui meeeeeeeeee puuuuuuu ra yopila es sasomxeti

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz