პარასკევი
03.05.2024
22:28
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 9 » წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
22:29
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან წმიდა სამების საკათედრო ტაძარი ყველაზე მასშტაბურია. იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშვალოდ ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა (ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. ამას ემეტება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.
წმიდა სამების საკათედრო ტაძარს საფუძვლად უდევს X-XI სს-ების ქართული ხუროთმოძღვრების მოტივები. ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯებზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლევები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოდგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება.



წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.

წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი.

ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდა, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებულ ჯვარია გამოსახული.

ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღედითაა შემკული.

ნანახია: 894 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz