პარასკევი
03.05.2024
22:57
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » წმინდა წერილი
11:54
წმინდა წერილი
აპოკალიფსი – 22

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი ოცდამეორე

და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
იხილავენ მის [...]

აპოკალიფსი – 21

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი ოცდამეერთე

მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.
ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.
და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით [...]

აპოკალიფსი – 20

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეოცე

ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.
უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის [...]

აპოკალიფსი – 19

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეცხრამეტე

შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!
რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.
განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის [...]

აპოკალიფსი – 18

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთვრამეტე

შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით.
შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა.
რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, [...]

აპოკალიფსი – 17

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეჩვიდმეტე

მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის [...]

აპოკალიფსი – 16

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთექვსმეტე

და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა [...]

აპოკალიფსი – 15

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთხუთმეტე

და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და [...]

აპოკალიფსი – 14

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთოთხმეტე

და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.
და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
და გალობდნენ ახალ საგალობელს [...]

აპოკალიფსი – 13

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეცამეტე

დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე – ათი გვირგვინი, თავებზე კი – გმობის სახელნი.

მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები – დათვის ტორებს, ხახა კი – ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო [...]



აპოკალიფსი – 12

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთორმეტე

და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.
სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.
კუდით მოითრევდა ცის [...]

აპოკალიფსი – 11

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთერთმეტე

მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.
მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით [...]

აპოკალიფსი – 10

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეათე

ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი – როგორც ცეცხლის სვეტნი.
ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა – მიწას,
და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა [...]

აპოკალიფსი – 09

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეცხრე

მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;
გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის [...]

აპოკალიფსი – 08

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მერვე

და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო [...]

აპოკალიფსი – 07

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეშვიდე

შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის [...]

აპოკალიფსი – 06

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეექვსე

კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი!
და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს.
და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!
გამოვიდა მეორე ცხენი, [...]

აპოკალიფსი – 04

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეოთხე

შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.
მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს [...]

აპოკალიფსი – 03

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მესამე

ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.
იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.
გახსოვდეს, რაც მიგიღია [...]

აპოკალიფსი – 02

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეორე

ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.
ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი.
მომთმენი [...]


აპოკალიფსი – 01

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი პირველი

გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,
რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, – ყოველივე ის, რაც იხილა.
ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში [...]

პავლეს ეპისტოლენი პირველი თესალონიკელთა მიმართ 5

პავლეს ეპისტოლენი
პირველი თესალონიკელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეხუთე

ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.
რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი – მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ [...]

პავლეს ეპისტოლენი პირველი თესალონიკელთა მიმართ 4

პავლეს ეპისტოლენი
პირველი თესალონიკელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეოთხე

ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა – როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით.
რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან.
ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას,
და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით.
და [...]

პავლეს ეპისტოლენი პირველი თესალონიკელთა მიმართ 3

პავლეს ეპისტოლენი
პირველი თესალონიკელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მესამე

ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,
და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის;
რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.
რადგან ჯერ კიდევ თქვენთან [...]

პავლეს ეპისტოლენი პირველი თესალონიკელთა მიმართ 2

პავლეს ეპისტოლენი
პირველი თესალონიკელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეორე

თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი.
არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით.
რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება.
არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, [...]

პავლეს ეპისტოლენი პირველი თესალონიკელთა მიმართ 1

პავლეს ეპისტოლენი
პირველი თესალონიკელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი პირველი

პავლე, სილვანუსი და ტიმოთე – თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ.
გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო [...]

პავლეს ეპისტოლენი – კოლასელთა მიმართ 04

პავლეს ეპისტოლენი
კოლასელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეოთხე

ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;
რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება.
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.
თქვენი სიტყვა [...]

პავლეს ეპისტოლენი – კოლასელთა მიმართ 03

პავლეს ეპისტოლენი
კოლასელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მესამე

თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, [...]

პავლეს ეპისტოლენი – კოლასელთა მიმართ 02

პავლეს ეპისტოლენი
კოლასელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეორე

მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე;
რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად,
რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ [...]

პავლეს ეპისტოლენი – კოლასელთა მიმართ 01

პავლეს ეპისტოლენი
კოლასელთა მიმართ

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი პირველი

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე -
კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან.
დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,
რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
[...]


ნანახია: 699 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz