შაბათი
04.05.2024
00:21
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » უნგრეთი
23:46
უნგრეთი
სექციების სია [დამალვა]
1 სახელწოდება
2 გეოგრაფია
3 სახელმწიფო
4 დემოგრაფია
5 ეკონომიკა
6 ადმინისტრაციული დაყოფა
7 ისტორია
8 ღირშესანიშნაობები

სახელწოდება [რედაქტირება]
ოფიციალური: უნგრეთის რესპუბლიკა.
ეროვნული: Magyarország; Magyar Köztársaság.
გეოგრაფია [რედაქტირება]


ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია.
ფართობი - 93.030 კვ.კმ.
ბუნება: უდიდესი ტბა - ბალატონი, უდიდესი მდინარეები - დუნაი და ტისა. გეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში (1,015 მ).


სახელმწიფო [რედაქტირება]
სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ლასლო შოლიომი.
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სახელმწიფო კრება (386 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 19 ოლქი, 20 საქალაქო ტერიტორია და 1 დედაქალაქი, დედაქალაქს განსაკუთრებული სტატუსი აქვს.
დემოგრაფია [რედაქტირება]
მოსახლეობა - 10,031,000 (2008), მათ შორის 90% უნგრელები, 4% ბოშები , 2,6% გერმანელები, 2% სერბები.
სახელმწიფო ენა : უნგრული.
რელიგია: კათოლიციზმი - 70%, პროტესტანტიზმი - 25%.
დედაქალაქი - ბუდაპეშტი (1,769 ათასი).
ქალაქები - დებრეცენი (210), მიშკოლცი (183), სეგედი (173), პეჩი (164).
ეკონომიკა [რედაქტირება]
რესურსები - ბოქსიტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 46 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.280 $.
ექსპორტი - სოფლის მეურნეობის და მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
ვალუტა - ფორინტი (HUF).
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება] მთავარი სტატია : უნგრეთის ადმინისტრაციული დაყოფა.


უნგრეთი დაყოფილია 7 რეგიონად, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია მედიებად (ოლქი). მედიების რაოდენობა ცხრამეტს შეადგენს. თითოეულ მედიას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დასახელება როგორც წესი არ ემთხვევა მედიის დასახელებას.
ისტორია [რედაქტირება]

მონარქიის დამხობის შემდეგ 1918 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა. 1949 წლიდან უნგრეთი სოციალისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკაა. 1956 წელს სსრ კავშირმა შეიყვანა ჯარი სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. 1989-1990 წლებში სახელმწიფო კურსის მშვიდობიანი შეცვლა მოხდა. უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც განხორციელდა ეკონომიკის შეზღუდული დეცენტრალიზაცია. 1999 წელს ნატოში შევიდა, 2004 წელს კი - ევროკავშირის წევრი გახდა. თანამედროვე უნგრეთისთვის სერიოზულად დგას ეკოლოგიის და ბოშათა უმცირესობის საკითხი, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნებში (რუმინეთი, სლოვაკეთი) მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემა.


ღირშესანიშნაობები [რედაქტირება]

უნგრეთის პარლამენტის შენობა
ბუდაპეშტი - დუნაის სანაპირო და ციხის კვარტალი, პარლამენტის შენობა (XIX ს.), ეროვნული მუზეუმი;
ეკლესიები იაკში (XIII ს.) და ნიირბატორში (XV ს.).
ესტერჰაზის სასახლე ფერშედში (XVIII ს.).
ტაძრები ტატში (XVIII в.) და პეჩში (XI ს.).
ტრადიციული სოფელი ჰოლოკო.
სენტენდრე.
ბალატონის ტბა.
ნანახია: 1442 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz