ორშაბათი
11.12.2017
05:18
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » vვახტანგ VI
11:58
vვახტანგ VI
Vakhtang VI (European clothes).jpg

დაიბადა : 1675 წ
გარდაიცვალა : 26.03.1737 წ

ვახტანგ VI (1675-1737 წლის 26 მარტი, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, ქართლის მეფე 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

1703 წელს ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) ვახტანგ VI დანიშნა.

იგი იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართულ-ეროვნული წეს-ჩვეულებები, "მცველთა ჯარის" ანუ სამეფო გვარდიის შექმნით დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვა, რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებული იყო ე. წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. ის მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი - "სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა". ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" უწოდეს.

ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესული განათლებულ მეცნიერთა დასის - სწავლულ კაცთა კომისიის დიდი კულტურული საქმიანობა. ვახტანგ VI-ის ნაყოფიერი მოღვაწეთა რამდენიმე წლით შეწყდა 1712 წელს, ჯერ გიორგი XI-ისა და მერე ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსროს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, როცა ვახტანგ VI-ის ჯანიშინობა დასრულდა. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაანში დაიბარა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს. იქ მან 1719 წლამდე დაჰყო, ამავე წელს მანამდე (1716) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში (1719-1724) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ რუსეთთან კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან, რომელიც იმჟამად კასპიის ზღვის სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. 1723 აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. 1724 წელს ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში.

ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას, მის ევროპულ ორიენტაციას უთუოდ ამჩნევია მისი ბიძისა (გიორგი XI-ის) და მამის (ლევანი), აგრეთვე მისი აღმზრდელი სულხან-საბა ორბელიანის ხელი. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს, კერძოდ კი კაპუცინელებს. მათი დახმარებით 1709 წელს ვახტანგი მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. მისიონერებთან სიახლოვე თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა დომენტი. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგმა VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკეებისადმი, რის გამოც იგი ლუი XIV-სგან დახმარებას ელოდა. როგორც მისიონარები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როცა ქართლში მისი ვაჟი ბაქარი ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი ინოკენტი XIII-სა და ავსტრიის იმპერატორ კარლ VI-დმი. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება, რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: "... გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო", "...სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა."
ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად "ვეფხისტყაოსანი" (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი" და სხვ.

ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურმა სოფლისადმი". ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტიანულ თეოლოგიაშია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. "საღვთო მიჯნურობის" კონცეფციით სცადა მან "ვეფხისტყაოსანში" სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება ჰპოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები ("რანი და მოვაკანი და"...), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა ("რა სჯობს მაისში ტფილისსა...") და სხვ.

ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი:1716
მმართ. დასასრული:1724
წინამორბედი:ერეკლე I
მემკვიდრე:ქაიხოსრო
დაბ. თარიღი:1675 წლის 15 სექტემბერი
გარდ. თარიღი:1737 წლის 26 მარტი
გარდ. ადგილი:ასტრახანი რუსეთის დროშა
შვილები:1.ვახუშტი ბატონიშვილი
2. ბაქარი
დინასტია:ბაგრატიონები
მამა:ლევანი
დედა:თუთა გურიელი

ნანახია: 285 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017
Free site builder - uCoz